განა კარგი არ იქნება,სკოლა სახლს დაამსგავსოს მასწავლებელმა - სახლს, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, რომ მოსწავლემ თავი აქ მყუდროდ და უსაფრთხოდ იგრძნოს, დაიჯეროს, რომ იგი უყვართ,მისი ბედი აღელვებთ; ცხოვრებისთვის საჭირო უნარებსა და ცოდნას უზიარებენ ისე, რომ მუდმივად ჭკუას არ არიგებენ. არა, ჭკუის დარიგება როგორ არ არის საჭირო,ოღონდ - სხვანაირად, მეგობრულად და მისი პიროვნების გათვალისწინებით. მოსწავლე და მასწავლებელი ერთად ქმნიან სასწავლო გარემოს გულით, გონებითა და ქმედებით.
.jpg)
No comments:
Post a Comment